July 1, 2025
Design School Tbilisi არ არის უბრალოდ ახალი სკოლა. ესაა მოძრაობა. სივრცე, სადაც ახალგაზრდები ქმნიან დიზაინის ახალ კულტურას.
გაიგე, რატომ აინთო ეს ნაპერწკალი და როგორ შეიძლება შენც მისი ნაწილი გახდე.
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲨᲔᲕᲥᲛᲔᲜᲘᲗ DESIGN SCHOOL TBILISI?
ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოში არსებობს დიდი მოთ§ხოვნა – არა მარტო ხარისხიან დიზაინზე, არამედ სწორი ტიპის განათლებაზე ამ ინდუსტრიაში.
👉 გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, პლატფრომა სადაც ყველაფერი დიზაინის გარშემო იქნებოდა მორგებული, ჩაგვეტარებინა ლექციები სადაც დიზაინის სიღრმეებს სტუდენტებთან ერთად გავეცნობოდით, გვქენებოდა ვორქშოპები სადაც ჩვენ ციფრულ დიზაინს გავაცოცხლებით, გასვლითი ღონისძიები სადაც ჩვენ ქართულ კულტურულ მონაპოვარს აღმოვაჩენდით.
ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲘᲧᲝ ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲔᲠᲘ 2025-ᲨᲘ?
დიზაინი დღეს აღარ არის მხოლოდ ლოგოების შექმნა. ეს არის ენა, რომელსაც ბიზნესები, კულტურა და თაობები იყენებენ კომუნიკაციისთვის.
🎨 გრაფიკული დიზაინი
🌐 ვებ და UI/UX დიზაინი
🎞️ ანიმაცია და ვიდეო გრაფიკა
🌀 3D ვიზუალიზაცია
🤖 და ახლა — ხელოვნური ინტელექტი.
ᲮᲔᲚᲝᲕᲜᲣᲠᲘ ᲘᲜᲢᲔᲚᲔᲥᲢᲘ ᲓᲐ ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘᲡ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲘ
🤖 ჰო, AI ცვლის თამაშის წესებს. მაგრამ იცოდე — AI არ ცვლის დიზაინერებს.
ცვლის მათ, ვინც არ ვითარდება.
ჩვენ სკოლაში ისწავლი, როგორ გამოიყენო AI — არა როგორც შიშის ობიექტი, არამედ როგორც იარაღი.
🎯 როგორ შეავსო შენი უნარები გენერაციული ინსტრუმენტებით
🎯 როგორ მოიყვანო Midjourney-ს იდეა რეალურ ბრენდამდე
🎯 როგორ იმუშავო ისეთ გარემოში, სადაც "გააკეთე ჩემ მაგივრად" უკვე ნორმაა.
ჩვენ არ გვაშინებს ცვლილება. ჩვენ ვამბობთ — "კარგი, მოდი, ერთად ვიმუშაოთ".
ᲔᲡ ᲡᲙᲝᲚᲐ ᲨᲔᲜᲗᲕᲘᲡᲐᲐ, ᲗᲣ...
...თუ გრძნობ, რომ რაღაც შეგიძლია, მაგრამ ვერ პოულობ სწორ გზას.
...თუ ვერ იტან აბსტრაქტულ ლექციებს და გინდა "ახლა და აქ" შექმნა რაღაც რეალური.
...თუ გინდა არამხოლოდ ისწავლო, არამედ გაიცნო ადამიანები, რომლებსაც იმავე ნაპერწკალი აქვთ.
შენი დრო ახლაა.
შენ გადაწყვეტ, სად იქნები 1 წლის შემდეგ:
1️⃣ ისევ ეძებ YouTube-ზე "how to be a designer"
თუ
2️⃣ რეალურ დიდ პროექტზე მუშაობ და შენი პროტფოლიო გაქვს, იცი როგორ ესაუბრო კლიენტს, როგორ გაამყარო შენი დიზაინ არგუმენტი.
დიზაინი მარტო პროფესია არაა. ესაა ხედვა. და თუ ხედავ იმას, რასაც ჩვენ,
მაშინ ეს სკოლა შენთვისაა.